ვეტერანმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინმა „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჯორჯო სკალვინი კარგი მცველია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სავარაუდოდ ძალიან გაუჭირდება.
„მაძარის ხელში ველოდები უფრო ცენტრალიზებულ ლობოტკას, როგორც სპალეტის დროს იყო, რომელიც ბურთს უფრო ხშირად შეეხება. ის იქნება „ნაპოლის“ თამაშის საყრდენი წერტილი. ვინც ინდივიდუალურ დუელებს უფრო მეტად მოიგებს, მატჩსაც ის მოიგებს. სკალვინი ძლიერი მოთამაშეა, ფაკეტის მაგონებს, მაგრამ კვარაცხელიას წინააღმდეგ მოედნის ყველა ნაწილში მოქმედება შეიძლება ძალიან გაუჭირდეს“, - თქვა მარკოლინმა.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.