საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტური კონკურენტების, „საბურთალოსა“ და „სამგურალის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
თბილისელებმა პირველი ტაიმი ოთარ მამაგეიშვილის და იური ტაბატაძის გოლებით მოიგეს, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში გაანიავეს. ჯერ იკპე-გილენ გნამიამ შეამცირა სხვაობა, მერე ნიკა კალანდარიშვილმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
„საბურთალო“ და „სამგურალი“ 51-51 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. თბილისელები მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდებიან, ხოლო წყალტუბოელებს კიდევ ერთ კონკურენტ, „დილასთან“ მატჩი ელოდებათ.
„საბურთალო“ – „სამგურალი“ 2:2 (2:0)
გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (18), 2:0 ტაბატაძე (26), 2:1 გნამია (62), 2:2 კანადრაიშვილი (81)