ფეხბურთი

20:18 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "მილანში" მესის მოყვანას ვცდილობდი, მაგრამ შეუძლებელი იყო"

„მილანის“ ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ აღიარა, რომ ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა.

თუმცა, „როსონერის“ არგენტინელი ვარსკვლავის გადასაბირებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები არ ჰქონდა.

„როდესაც წავიკითხე, რომ მესი შეიძლებოდა „ინტერში“ გადასულიყო, გული ცუდად გამიხდა. 10 დღე ვცდილობდი „მილანში“ მის მოყვანას, მერე მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იოყო. ვფიქრობ, მისნაირი ფეხბურთელი ყველასთვის სანახაობაა, თუნდაც უკვე ასაკში იყოს, ისეთ რამეებს აკეთებს, რაც ყოველჯერზე გაოცებს“, - თქვა მალდინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109595