ბერგამოს „ატალანტას“ მცველმა ჯორჯო სკალვინიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი გუნდურად უნდა შეაჩერონ.
„ყოველი მატჩი არის შესაძლებლობა იმის, რომ გავიზარდოთ და ვაჩვენოთ ჩვენი კლასი, როგორც სერია A-ში, ისე ევროტურნირებზე. „ატალანტას“ აქვს ის, რაც საჭიროა დიდი საქმეების გასაკეთებლად და მე აქ ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ მისიაში. წელის ტკივილის პერიოდი წარსულს ბარდება, საბედნიეროდ ჩემი გამოჯანმრთელების პერიოდი კარგად მიდის და „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მნიშვნელოვანია ფორმაში დაბრუნება და გუნდში ჩემი წვლილის შეტანა. კვარაცხელიას და ოსიმენი მსგავსი ფეხბურთელების წინააღმდეგ დაპირისპირება მოითხოვს გუნდურ მუშაობას და მტკიცე დაცვას. ჩვენი მიზანია ერთად ვიმუშაოთ მათი საფრთხეების გასანეიტრალებლად“, - აღნიშნა სკალვინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 25 ნოემბერს გაიმართება.