მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელის, ახლა კი ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს შესახებ მოსაზრება ჟურნალისტებს „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და უეფას აღმასკომის წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაუზიარა.
„აქვს მკაფიო გეგმა, მან კარიერა სისტემურად ააგო. ჩაბი მშობლიური კლუბის „რეალ სოსიედადის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ მეორე გუნდში ასპარეზობდა. მან შეგნებულად გამოყო დრო, რათა თავიდანვე ესწავლა მწვრთნელის პროფესია. მაშინ მივხვდი, რომ დიდი მწვრთნელი გახდებოდა. „ბაიერი" დიდ პატივისცემას იმსახურებს, ისინი ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Express.de.
2023/2024 ბუნდესლიგის სეზონის 11 ტურის შემდეგ, „ბაიერი“ ცხრილის სათავეშია, ორი ქულით უსწრებს „ბაიერნს.“ ალონსო მიუნხენურ კლუბში 2014-2017 წლებში თამაშობდა.