სხვა

2:46 | 23.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ მურღვლიანი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა.

მურღვლიანმა ატაცში თავი 95 / 99 /102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მარიამ მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

0.115046