წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდი ამჯერად ათენში, „ოლიმპიაკოსთან“ 8:16 დამარცხდა.
ქართულმა გუნდმა მეტოქეს პირველ პერიოდში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია (3:4), მესამე პერიოდი მოიგო (2:1), მაგრამ მეორე და მეოთხე პერიოდები ჩააგდო და საბოლოოდ, მარცხიც განიცადა.
„დინამოს“ რიგებში ორ-ორი გოლი ბესარიონ ახვლედიანმა, ბორის ვაპენსკიმ და სტეფან პიესიჩავმა გაიტანეს, ხოლო თითოჯერ თავი არწიომ ჯიხჩიარენკამ და გიორგი მაგრაქველიძემ გამოიჩინეს.
„დინამო თბილისი“ ხუთი ტურის შემდეგ ხუთი წაგებით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, სტუმრად „იუგ დუბროვნიკს“ დაუპირისპირდება.
„ოლიმპიაკოსი“ – „დინამო თბილისი“ 16:8 (4:3, 6:1, 1:2, 5:2)