ფეხბურთი

19:31 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ბრაზილიაში არგენტინელებმა ისევ რეპრესიები განიცადეს, ამის მოთმენა შეუძლებელია"

ლიონელ მესიმ ბრაზილიასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

მატჩის წინ შეტაკება მოხდა ორივე გუნდის ფანებსა და პოლიციას შორის. ტრიბუნებზე არეულობის გამო თამაშის დაწყებაც შეფერხდა, რასაც მესი გამოეხმაურა:

„ეს გუნდი აგრძელებს ისტორიის წერას. დიდი გამარჯვება „მარაკანაზე“, თუმცა, ბრაზილიაში კიდევ ერთხელ იყო არგენტინელთა რეპრესიები. ამის მოთმენა შეუძლებელია, სიგიჟეა და უნდა დასრულდეს“, - დაწერა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კი საკუთარ მოედანზე ისტორიაში პირველად დათმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11849