ფეხბურთი

1:44 | 22.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა: ხორვატია ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ბოლო სათამაშო დღეს ევროპის ჩემპიონატის საგზური ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა.

B ჯგუფი

B ჯგუფში ყველაფერი ისედაც გარკვეული იყო. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების პოტენციურმა მეტოქემ, საბერძნეთმა საფრანგეთს უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. ბერძნები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ და საბოლოოდ, ფრე - 2:2. საფრანგეთმა შესარჩევ ციკლში პირველად დაკარგა ქულები და 22 ქულით მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

ნიდერლანდებმა 6:0 გაანადგურა გიბრალტარი, რის შედეგადაც 18 ქულით მეორე პოზიცია ერგო.

საბერძნეთი - საფრანგეთი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კოლო მუანი (42), 1:1 ბაკასეტასი (56), 2:1 იოანიდისი (61), 2:1 ფოფანა (74)

გიბრალტარი - ნიდერლანდები 0:6 (0:3)

გოლები: 0:1 სტენგსი (10), 0:2 ვიეფერი (23), 0:3 კუპმაინერსი (38), 0:4 სტენგსი (50), 0:5 სტენგსი (62), 0:6 გაკპო (81)

1. საფრანგეთი 8 7 1 0 29 3 26 22
2. ნიდერლანდები 8 6 0 2 17 7 10 18
3. საბერძნეთი 8 4 1 3 14 8 6 13
4. ირლანდია 8 2 0 6 9 10 -1 6
5. გიბრალტარი 8 0 0 8 0 41 -41 0

D ჯგუფი

ხორვატიის ნაკრებმა შინ სომხეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა, რითაც ბალკანელები 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. თურქეთმა არ წააგო სტუმრად უელსთან და ჯგუფში პირველი პოზიცია გაიფორმა.

უელსი - თურქეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 უილიამსი (7), 1:1 იაზიჯი (70)

ხორვატია - სომხეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბუდიმირი (43)

1. თურქეთი 8 5 2 1 14 7 7 17
2. ხორვატია 8 5 1 2 13 4 9 16
3. უელსი 8 3 3 2 10 10 0 12
4. სომხეთი 8 2 2 4 9 11 -2 8
5. ლატვია 8 1 0 7 5 19 -14 3

I ჯგუფი

რუმინეთის ნაკრებმა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შინ შვეიცარიის ნაკრებს აჯობა (1:0), რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში 22 ქულით და წაუგებლად პირველი პოზიცია დაიკავა. შვეიცარიამ 17 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ბელარუსმა ამავე ჯგუფში კოსოვოს სძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ისრაელმა 15 ქულით და მესამე ადგილით დაასრულა გამოსვლა.

რუმინეთი - შვეიცარია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ალიბეკი (50)

ანდორა - ისრაელი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჩერვოსი (29, ა.გ), 0:2 კინდა (81)

კოსოვო - ბელარუსი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ანტილევსკი (43)

1. რუმინეთი 10 6 4 0 16 5 11 22
2. შვეიცარია 10 4 5 1 22 11 11 17
3. ისრაელი 10 4 3 3 11 11 0 15
4. ბელარუსი 10 3 3 4 9 14 -5 12
5. კოსოვო 10 2 5 3 10 10 0 11
6. ანდორა 10 0 2 8 3 20 -17 2

ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, იტალიასა და ხორვატიას. სამი მონაწილე მარტში, პლეი-ოფით გაირკვევა.

0.118504