ფეხბურთი

22:28 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის და რონალდუს ბოლო დუელი? "ალ-ნასრმა" და "ინტერ მაიამიმ" სპარინგი დაგეგმეს

„ალ-ნასრმა“ და „ინტერ მაიამიმ“ ამხანაგური მატჩი დაგეგმეს, შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სპარინგს The Last Dance უწოდეს. სავარაუდოდ, ეს რონალდუს და მესის ბოლო დუელი იქნება, შესაბამისად, სახელწოდებაც სიმბოლურია.

მატჩი 2024 წლის თებერვალში საუდის არაბეთში გაიმართება, მაგრამ ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130578