„მილანს“ რაფაელ ლეაუ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი "ფიორენტინასა" და "დორტმუნდთან" შეხვედრებს გამოტოვებს, ხოლო "ფროზინონესთან" მისი თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა.
ტრავმის გამო ლეაუ "ლეჩესთან" მატჩის დასაწყისში შეცვალეს და სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება დაადასტურა, რის გამოც მან პორტუგალიის ნაკრების დახმარებაც ვერ მოახერხა.
მიმდინარე სეზონში რაფაელ ლეაუმ ყველა ტურნირზე 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.