ფეხბურთი

14:55 | 21.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კორეელ ფეხბურთელ კიმ მინ ჯეს ბრინჯის გაზქურა „ბაიერნში“ გადასვლისას მოპარეს

სამხრეთ კორეის ნაკრების მცველს, კიმ მინ ჯეს, ბრინჯის გაზქურა მოპარეს, როდესაც ის „ბაიერნში“ გადასვლისას მიუნხენის ახალ სახლში ბინავდებოდა - წერს Sport Bild.

როგორც წყარო აღნიშნავს, სამზარეულოს მოწყობილობა ნივთების გადმოტვირთვისას გაუჩინარდა. ფეხბურთელმა ბრინჯის გაზქურა ტროტუარზე დატოვა, რათა ერთ-ერთი ყუთი თავის ახალ სახლში გადაეტანა და დაბრუნებულმა ის დარჩენილ ადგილას ვერ იპოვა. მოგვიანებით აგენტმა მას ბრინჯის ახალი გაზქურა სამხრეთ კორეიდან ჩაუტანა.

კიმ მინ ჯე „ბაიერნს" ამ ზაფხულს „ნაპოლიდან" შეუერთდა და მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა ხელი. ბუნდესლიგაში 27 წლის ფეხბურთელმა 11 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია.

გასულ სეზონში კორეელმა მცველმა იტალიური კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.409322