„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, გერმანიის ნაკრების შეკრებაზე მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რამაც აჩვენა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის - წერს Marca.
წყაროს ცნობით, შესაძლოა ტერ შტეგენმა კატალონიური კლუბის მომდევნო მატჩში ითამაშოს, რომელიც ესპანურ პრიმერაში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ 25 ნოემბერს გაიმართება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, იგრძნობს თუ არა ის ტკივილს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა გერმანიის ნაკრებში ყოფნისას ზურგის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო, რის გამოც იძულებული გახდა ბარსელონაში დაბრუნებულიყო სამედიცინო შემოწმების გასავლელად.