იტალიური გაზეთი Gazzetta Dello Sport-ი შოტლანდიასა და ესპანეთთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსა და გოლებს გამოეხმაურა.
პოპულარული გამოცემა წერს, რომ ვალტერ მაძარის მთავარი ამოცანაა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაშის ბედნიერების განცდა დაუბრუნოს, რაც რუდი გარსიას პერიოდში დაკარგა.
„ეროვნულ ნაკრებში სამ მატჩში ორი გოლი არის საუკეთესო სავიზიტო ბარათი, რომლითაც კვარაცხელია ხვალ კასტელ ვოლტურნოში დაბრუნება. მაძარი ბედნიერი იქნება თავისი „პლუს კაცის“ გაცნობით, რომელმაც „ნაპოლის“ პრობლემები თავისი შესანიშნავი თამაშით უნდა გადაჭრას.
ოთხ დღეში ორი მატჩის შემდეგ ფიზიკური კონდიციების აღდგენა იქნება საჭირო, მაგრამ ქართველისთვის მთავარია, ახლა თავისუფალი გონება ჰქონდეს, რათა „აძურის“ მაისურში ღიმილი დაიბრუნოს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.