ფეხბურთი

16:15 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "გავის ტრავმა ჩემთან ორთაბრძოლაში არ მიუღია"

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა, რომ გავის ტრავმა მასთან ორთაბრძოლისას არ მიუღია და შესაბამისად, მისი ბრალი არაფერია.

„უამრავ შეტყობინებას ვიღებ გავის ტრავმის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ჰგონიათ, რომ ეს ჩემთან ორთაბრძოლაში მოხდა, რაც უფრო მძიმეა, მაგრამ ეს მოხდა თამაშის სხვა ეპიზოდში, ჩემთან დუელში არა. გავის სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა ლუკამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გავიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, ასევე ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115939