სხვა

13:50 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ასანიძე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია

ქართველი ძალოსანი საბა ასანიძე (81კგ.) მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია.

საბა ასანიძემ ატაცში 145 / 149 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 180 / 184 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში მოგროვილი 333 კილოგრამით კი, ასანიძემ კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საბა ასანიძემ საქართველოს იუნიორთა რეკორდებიც გააუმჯობესა. ძალოსანმა აკვრაში 1, ორჭიდში კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი.

0.116153