ფეხბურთი

10:57 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირების სამეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირობისკენ სწრაფი ტემპით მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შოთა არველაძის რეკორდამდე (26 გოლი) მაინც შორია, კვარაცხელიას ამ რეკორდის მოხსნა უახლოეს წლებში ნამდვილად შეუძლია.

ესპანეთთან გოლით კვარა უკვე სამეულში. მას 28 სანაკრებო შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი (პლუს 7 საგოლე პასი) და ალექსანდრე იაშვილს დაეწია, რომელსაც ასევე 15 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში. წინ მხოლოდ შოთა არველაძე (26) და თემურ ქეცბაია (17) არიან. წესით, ხვიჩა ქეცბაიას ძალიან მალე გადაასწრებს.

კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. მას საქართველოს ნაკრებში თამაშში საშუალოდ 0.54 გოლი გააქვს, ყველა დროის ბომბარდირის, შოთა არველაძის მაჩვენებელი ამ მხრივ 0.43-ია.

კვარაცხელიას გოლები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

2020 წელი: 4 მატჩი, 1 გოლი (ჩრდ. მაკედონიასთან)

2021 წელი: 7 მატჩი, 4 გოლი (ესპანეთთან, საბერძნეთთან, შვედეთთან დუბლი)

2022 წელი: 7 მატჩი, 5 გოლი (გიბრალტართან შინ და სტუმრად, ბულგარეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან სტუმრად და შინ)

2023 წელი: 9 მატჩი, 5 გოლი (ტაილანდთან, კვიპროსთან, შოტლანდიასთან დუბლი, ესპანეთთან).

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:

1. შოთა არველაძე - 61 მატჩი, 26 გოლი

2. თემურ ქეცბაია - 52 მატჩი, 17 გოლი

3-4. ხვიჩა კვარაცხელია - 28 მატჩი, 15 გოლი

3-4. ალექსანდრე იაშვილი - 67 მატჩი, 15 გოლი

5. თორნიკე ოქრიაშვილი - 50 მატჩი, 13 გოლი

6. ვაკო ყაზაიშვილი - 62 მატჩი, 13 გოლი

7. გიორგი დემეტრაძე - 56 მატჩი, 12 გოლი

8. ლევან კობიაშვილი - 100 მატჩი, 12 გოლი

9. ჯაბა კანკავა - 100 მატჩი, 10 გოლი

10. გიორგი მიქაუტაძე - 21 მატჩი, 9 გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12503