ფეხბურთი

11:28 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლე ნორმანი: "საქართველო კარგი გუნდია, რომელსაც მკაფიო იდეები აქვს"

ესპანეთის ნაკრების მცველმა რობინ ლე ნორმანმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა (1:3). როგორც მან აღნიშნა, გავის ტრავმის გამო მოგება ვერ იზეიმეს.

„ვერ ვიზეიმეთ გამარჯვება ისე, როგორც გვსურდა. ეს მძიმე დარტყმაა ჩვენთვის. გვჯერა, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდება და რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება.

ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. რამდენიმე შანსი აქამდეც მქონდა, მაგრამ დღეს შევძელი გატანა. საქართველო ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მკაფიო იდეებით. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და მოვიგეთ. ევრო 2024-ზე ფავორიტები ვართ? ვვითარდებით, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამხანაგურ მატჩებში, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თავმდაბლები ვიყოთ, შემდეგ ივნისში ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა ლე ნორმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქე ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114396