საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა.
ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხეს. საქართველომ უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა, როცა ორი გარდასახული ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ნახევარში მონაგარს კიდევ ერთი ლელო დაუმატა.
ამრიგად, 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი ისევ გამარჯვებით დაასრულეს.