„ლენოვო ტენერიფემ“ ლიგა ენდესას მეათე ტურში „პალენსია“ ადვილად, 92:71 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22:27 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა.
„ლენოვო ტენერიფე“ 5 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 ნოემბერს, სტუმრად „გრან კანარიასთან“ ჩაატარებს.