ფეხბურთი

23:49 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდი: „რაშფორდი „სიტიში“ შეიძლება მსოფლიო დონის შემტევი გამხდარიყო“

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდის, მარკუს რაშფორდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

„მარკუსი არ იმსახურებს ინგლისის ნაკრებში გამოძახებას. სამწუხაროდ, ამისთვის მან თავისი კლუბის მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს უნდა გადაუხადოს მადლობა. ის საკმარისად კარგი სპეციალისტი არ არის.

ახლა მარკუსი „მანჩესტერ სიტიში" რომ ყოფილიყო, შეიძლება მსოფლიო დონის ფეხბურთელი გამხდარიყო. მას ამისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს.

არ ვფიქრობ, რომ სეზონის დასრულებამდე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება “, - ციტირებს შერვუდის სიტყვებს Daily Mail.

მიმდინარე სეზონში რაშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელებშიც ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115347