ფეხბურთი

0:54 | 18.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ესპანეთში დანაკლისით ჩავიდა

17 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. წლის ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე, 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. შოტლანდიასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია ვერ დაეხმარება.

18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114263