როგორც დაანონსებული იყო, შეხვედრის მთავარი თემა კლუბში ბოლო დროს არსებული ფინანსური მდგომარეობა გახლდათ. შეხვედრის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი და გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ქალაქის მერს და მხარის გუბერნატორს შეხვდნენ, სადაც რეგიონის ხელმძღვანელებმა კლუბს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს, რაც მისასალმებელი ფაქტია.
რაც შეეხება თვითონ პრესკონფერენციას, მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე და კმაყოფილება გამოთქვეს მერის და გამგებლის მხრიდან მხარდაჭერაზე.
უჩა სოსიაშვილი: „შედგა შეხვედრა ქალაქის გამგებელ ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან და გუბერნატორთან ბატონ ზურაბ რუსიშვილთან, სადაც საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც დღეს კლუბს აწუხებს. რათქმაუნდა, ძირითადი თემა იყო გუნდის ფინანსური საკითხი.
გუბერნატორმა და გამგებელმა პირობა მოგვცეს, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად მოგვარდება და ერთი კვირის განმავლობაში ჩაირიცხება ორი თვის ხელფასი, ასევე თამაშების პრემიალური თანხა და შემდგომში რა დავალიანებებიც არსებობს ნელ-ნელა დაიფარება. ასევე დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც განსაზღვრული იქნება და იგივე სიტუაცია აღარ შეიქმნება.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ რუსიშვილსა და ზურაბ ჯირკველიშვილს დიდი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მათი გვეიმედება და მჯერა რომ ჩვენს კლუბში ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.“
„დილას“ პრესსამსახური