ფეხბურთი

1:05 | 17.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "შედეგით უკმაყოფილო ვართ, უფრო მეტს ვიმსახურებდით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შედეგით უკმაყოფილოები არიან და ფრე დასანანია:

"შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით. მნიშვნელოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავამტკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო", - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდა (2:2). ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს, სადაც ამჟამად 7 მატჩში 8 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115081