ფეხბურთი

20:15 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრი ვეიგა არაბეთში უკმაყოფილოა და შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

გაბრი ვეიგა, რომელმაც გასულ ზაფხულს 21 წლის ასაკში საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია, შესაძლოა „სელტაში“ დაბრუნდეს.

ესპანური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან უკმაყოფილოა „ალ-აჰლიში“ თავისი მდგომარეობით, ვერ შეეგუა გარემოს და გუნდს უკვე დაშორდა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

როგორც ცნობილი ხდება, ვეიგა მზადაა იჯარით ვიგოს „სელტაში“ დაბრუნდეს, საიდანაც „ალ-აჰლიში“ გადავიდა. ესპანელმა გასულ ზაფხულს არაბული კლუბი „ნაპოლის“ ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116468