ფეხბურთი

17:00 | 16.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "ლაციოს" შესთავაზეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე რომის ლაციოს შესთავაზეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Messaggero იტყობინება.

თუმცა, წყაროს ცნობით, ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ლაციოს მიქაუტაძის დასამატებლად, მატია ძაკანის ან პედროს გასხვისება მოუწევს, რაც კლუბის უახლოეს გეგმებში არ შედის.

აღსანიშნავია, რომ ლაციო მიქაუტაძით გასულ ზაფხულს იყო დაინტერესებული, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა ტატი კასტელანოსი დაიმატეს, რის შედეგადაც ქართველის ტრანსფერი გამოირიცხა. მიქაუტაძე საბოლოოდ აიაქსში გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს და თადარიგში ყოფნა უწევს. მანამდე 23 წლის ფეხბურთელის იჯარით დაბრუნებაზე მეცის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ფაქტია, რომ იანვრამდე გიორგის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, ეს სეზონი სათადარიგო სკამზე გაატაროს.

გიორგი მიქაუტაძემ აიაქსში დღემდე 6 მატჩი ჩაატარა შედეგიანი მოქმედების გარეშე, თუმცა მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111352