ფეხბურთი

16:51 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილის "სპეციადან" მწვრთნელი დაითხოვეს

„სპეციადან“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი დაითხოვეს. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ალვინის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. ლიგურიელები სერია B-ში 13 ტურის შემდეგ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე არიან.

ალვინი არცთუ ისე ხშირად ენდობოდა ივა გელაშვილს, რომელიც მიმდინარე სეზონში სულ რაღაც სამ მატჩში ათამაშა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „სპეციას“ ახალი მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113711