კალათბურთი

1:31 | 15.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 14 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში 86:79 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც ბოლონიელებმა 5 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.

თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იფე ლუნდბერგი იყო, რომელმაც 19 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 6 მოგებით და 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს, ათენში, „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.

0.122476