ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პსჟ-ის 17 წლის ნახევარმცველის, უორენ ზაირ-ემერის სათამაშო თვისებები გამოარჩია, რომელიც პირველად გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში.
„მას აქვს პოლ პოგბას ფიზიკური ძალა, ამავე დროს მას აქვს რაღაც საერთო ნ'გოლო კანტესთან, ბურთების მოგების უნარის თვალსაზრისით. ზაირ-ემერი არის ამ ორის ნაზავი, 2018 წლის ორი მსოფლიო ჩემპიონის კომბინაცია.
მას აქვს უნარი უჯარიმოდ მოიგოს ორთაბრძოლები. მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს. მასში ასევე არის რაღაც პატრიკ ვიეირასგანაც“, - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Footmercato. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-სთან ერთად 17 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.