ძალიან კარგ ფორმაშია საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ცხოვრებაძემ, რომელიც „გუმერსბახის“ ღირსებას იცავს, მე-12 ტურში 7 გოლი გაიტანა „მელსუნგენის“ კარში. გიორგის ლიდერობით „გუმერსბახმა“ 37:31 გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა.
ქართველი ხელხბურთელის გუნდი გერმანიის ბუნდესლიგაში 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.