ფეხბურთი

13:15 | 13.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პედრო კარგი ფეხბურთელია, თუმცა აუზშიც ფანტასტიკურად ხტება"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლაციოს“ ფეხბურთელი პედრო გააკრიტიკა.

პორტუგალიელმა ვეტერანი ესპანელი შემტევი სიმულაციაში დაადანაშაულა და რომაული დერბის შემდეგ თქვა, რომ ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ცურვაშიც დიდი მომავალი ექნებოდა.

„პედრო ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც ცურვაც შეეძლო, რადგან აუზში ფანტასტიკურად ხტება“.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „რომას“ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114138