უზბეკეთის თასის ფინალში „ნასაფ ქარშიმ“ ოკმკ 1:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. შესაბამისად, ჯაბა ჯიღაური უზბეკეთის თასს დაეუფლა.
ქართველმა ფინალში მხოლოდ ბოლო 10 წუთი ითამაშა. ისე კი, მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ჯაბასთვის ეს მეორე ტიტულია „ნასაფში“, რადგან მანამდე უზბეკეთის სუპერთასიც მოიგო.
„ნასაფს“ უზბეკეთის ჩემპიონატის მოგების შანსიც აქვს და ლიდერ „ფახთაქორს“ 4 ქულით ჩამორჩება.