ფეხბურთი

16:50 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" რაფაელ ლეაუ გამოაკლდა

„მილანს“ რაფაელ ლეაუ გამოაკლდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ლეჩესთან“ მატჩში ბარძაყის დაზიანება მიიღო.

ტრავმის გამო ლეაუ მე-9 წუთზე შეცვალეს და სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება დაადასტურა. ის დაახლოებით 2-3 კვირა იუქმეს. „მილანისთვის“ კარგი ამბავი ისაა, რომ ეს პერიოდი სანაკრებო პაუზას ემთხვევა და შესაბამისად, პორტუგალიის ნაკრებში ის არ წავა.

ჯერჯერობით, მისი თამაში საეჭვოა „მილანის“ ორ უახლოეს შეხვედრაში „ფიორენტინასა“ და „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში რაფაელ ლეაუმ ყველა ტურნირზე 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126306