ფეხბურთი

12:43 | 12.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე მბაპეს ჰეთ-თრიქზე: "კილიანის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მეტი უნდა გააკეთოს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი მისი თამაშით მაინც უკმაყოფილო იყო:

„დღეს კილიანით ძალიან კმაყოფილი არ ვარ. გოლებზე არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვფიქრობ, მას შეუძლია გუნდს უფრო მეტად დაეხმაროს, უფრო სხვანაირად. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება. გვინდა, რომ მან მეტი გააკეთოს. მასთან ვისაუბრე, მაგრამ არ ვიტყვი, რაც ვუთხარი, რადგან ეს პირადია.

ვიცით მისი შესაძლებლობები, მაგრამ ყოველთვის მეტს ვითხოვ და ვიცი, რომ უკეთესად შეუძლია. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ჯერ კიდევ შეუძლია გაუმჯობესება. 3 გოლი გაიტანა და ვისაც თამაში არ უნახავს, იფიქრებს, რომ შესანიშნავი თამაში იყო, მაგრამ არის ასპექტები, რაშიც უნდა მოუმატოს, ეს ეხება სხვა ფეხბურთელებსაც. ეს თვითონაც იცის, ის არ უნდა გაჩერდეს და ყოველთვის ეცადოს წინსვლას“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა ტურნირზე 15 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120252