ფეხბურთი

22:38 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სოსიედადმა“ აუტსაიდერი „ალმერია“ დაამარცხა

დღეს, 11 ნოემბერს, ესპანური პრიმერას მე-13 ტურის მატჩში, აუტსაიდერმა „ალმერიამ’ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

62-ე წუთზე ანგარიში სტუმართა კაპიტანმა, მიკელ ოიარსაბალმა გახსნა. 76-ზე სერხიო არიბასმა გაათანაბრა.

ბასკებმა მეტოქეს გამარჯვება უკვე კომპენსირებულ დროში გამოსტცეს: 91-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა პენალტით დააწინაურა „სოსიედადი,“ 95-ზე კი მარტინ სუბიმენდიმ, საბოლოო წერტილი დასვა - 1:3.

ესპანურ პრიმერაში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ, „ალმერია“ სამი ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა. „რეალ სოსიედადი" კი 22 ქულით - მეექვსეზე.

შეგსახსენეთ, რომ გასულ კვირას „სოსიედადმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120908