საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „რეიმსს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სამივე ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა - მე-3, 59-ე და 82-ე წუთებზე.
ახლა კილიანს შინაურ ჩემპიონატში 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. მისმა უშუალო მდევარმა, „მონპელიეს“ შემტევმა აკორ ადამსმა, 7 გოლი გაიტანა.
პსჟ კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგა 1-ის ცხრილს, თუმცა მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „ნიცას,“ რომელიც პარასკევს „მონპელიეს“ უგოლოდ დაუზავდა.