ფეხბურთი

21:09 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„უოტფორდმა“ 5:0 მოიგო. ჩაკვეტაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშა

ინგლისური ჩემპიონშიფის მე-16 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „როტერჰემს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

დუბლი მიითვალა მასპინძელთა დანიელმა მილეტა რაიოვიჩმა, მას ორივეჯერ საგოლედ შვედმა კენ სემამ უპასა. თითოჯერაც თავი კონგოელმა ედო კაიემბემ, ტომ ინსმა და ბრაზილიელმა მათეუს მარტინსმა გამოიჩინეს.

ქართველი მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა ჯეიკ ლივერმორის ნაცვლად.

„უოტფორდი“ 16 მატჩის შემდეგ 21 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.116674