ფეხბურთი

20:51 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის ჰეთ-თრიქი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-13 ტურში დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქართველი ფორვარდის გოლებით „საბაჰმა“ სტუმრად „ტოვუზი“ 3:2 დაამარცხა.

ვოლკოვმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა ორივე გოლი მალევე გაქვითეს, მაგრამ 42-ე წუთზე დავითმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:3.

28 წლის ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ორჯერ თავი თასზე გამოიჩინა, ერთხელ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„საბაჰმა“ ამ გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.135273