ფეხბურთი

13:32 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "სიტის" წინააღმდეგ თამაში გამოწვევაა, მაგრამ "ჩელსი" აუტსაიდერი არასდროსაა"

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტური ხვალ, ცემტრალური შეხვედრით დასრულდება, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "მანცესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან. კატასტროფული სტარტის შემდეგ "ლურჯები" კარგი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ და როგორც ჩანს მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს იმედი "ტოტენჰემთან" მოგებულმა თამაშმა გაუჩინა.

"ჩელსი" თავს აუტსაიდერად არასდროს გრძნობს. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვინდა მათთან კონკურენცია. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. "ტოტენჰემთან" გამარჯვებამ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ხასიათი და ძალა, რომ ინგლისის საუკეთესო კლუბებს მოვუგოთ.

"სიტი" დღესდღეობით ინგლისში დომინანტი კლუბია. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი - მაგრამ, მათ აჩვენეს, რომ ინგლისურ ფეხბურთში დომინირებენ. ყველა სხვა გუნდი მათთან კონკურენციას ცდილობს. ისინი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის მიზანიც - წინსვლა და პრემიერ ლიგაში დომინირება", - თქვა პოჩეტინომ. გეტყვით, რომ "ქალაქელებს" 11 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვთ და პრემიერლიგას ლიდერობენ, "ჩელსი"15 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს. უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირება კი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131545