ფეხბურთი

20:20 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ჰილალმა" ნეიმარს შესაძლოა კონტრაქტი შეუჩეროს

„ალ-ჰილალმა“ შესაძლოა ნეიმარს კონტრაქტი დროებით შეუჩეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხელფასს არ გადაუხდის.

როგორც ირკვევა, არაბულ კლუბში ბრაზილიელი ფეხბურთელის შეცვლა სურთ, რომელიც 10 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. პრობლემა ისაა, რომ საუდის არაბეთში კლუბებზე 8 ლეგიონერზე მეტის დამატება არ შეუძლიათ, ეს ლიმიტი კი „ალ-ჰილალში“ უკვე შევსებულია.

შესაბამისად, თუ ნეიმარის კონტრაქტი შეჩერდება, კლუბს ექნება საშუალება სხვა ლეგიონერი დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ალ-ჰილალმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ დაიმატა, მაგრამ ბრაზილიელი ვარსკვლავი გუნდს ძალიან დიდი ხნით გამოაკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115515