საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.
სტივ კინის გუნდი სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა. ანგარიში ანრი ჭიჭინაძემ მატჩის დასაწყისში გახსნა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს ჟონელ დეზიერმ უპასუხა.
თუმცა, იმერლებმა 85-ე წუთზე ნიკა სანდოხაძის გოლით თამაში მაინც მოიგეს.
შედეგად, „ტორპედომ“ 55 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ შეხვდება. „თელავი“ 34 ქულით მეშვიდეა და „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება.
„თელავი“ – „ტორპედო“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჭიჭინაძე (8), 1:1 დეზირე (45), 1:2 სანდოხაძე (85)