ფეხბურთი

17:50 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ლაუტარომ აჯობა და სერია A-ში ოქტომბრის MVP გახდა

სერია A-ში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი გახდა, რომელმაც გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

არგენტინელის ერთ-ერთი კონკურენტი ხვიჩა კვარაცხელია იყო, მაგრამ ხმების რაოდენობით ქართველმა მას ვერ აჯობა. ლაუტარომ ასევე გაუსწრო გლეისონ ბრემერს, რიკარდო ორსოლინის, კრისტიან პულიშიჩსა და მატიას სულეს.

მანამდე სექტემბერში საუკეთესოდ რაფაელ ლეაუ დაასახელეს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სამჯერ გახდა თვის MVP (აგვისტო, თებერვალი, მარტი).

0.117809