ფეხბურთი

21:48 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენის" 17 წლის ტალანტი, რომლისთვის გრანდები ბრძოლას იწყებენ

თანამედროვე ფეხბურთში ახალი ვარსკვლავი იბადება - „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელი როონი ბარგჯი. ის მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ უკვე ყველა მასზე საუბრობს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის მიწურულს ულამაზესი და თან გამარჯვების გოლი გაიტანა - 4:3. ეს მისი სადებიუტო გოლია ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დანიური კლუბისთვის ახალი სახე სულაც არ არის.

ბარგჯი ქუვეითში დაიბადა და 2012 წელს დედასთან ერთად საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. მამამისი ოჯახს 2017 წელს შეუერთდა. შედეგად, ის შვედეთის 21-წლამდე ნაკრების წევრია, მაგრამ შორს არც ის დღეა, როცა ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მათ შორის 7 გოლი დანიის სუპერლიგაში აქვს გატანილი, რაც 17 წლის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. მიუხედავად მცირე ასაკისა, დანიის ჩემპიონატში გასულ სეზონშიც მოასწრო 3-ჯერ გატანა, 2021-2022 წლების სეზონში კი 2 გოლი მიითვალა, როცა 15 წლის იყო...

შვედი ტალანტი ამბობს, რომ მისი ოცნება „რეალში“ თამაშია: „მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე და „რეალში“ ვითამაშო“.

როონი ბარგჯის „კოპენჰაგენთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ დამდეგ ზაფხულს მასზე ნადირობა დაიწყება: ნიჭიერ ფეხბურთელს უკვე უკავშირებენ „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „აიაქსს“, „დორტმუნდს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120447