მადრიდის „რეალს“ კეპა არისაბალაგა გამოაკლდა. ესპანელმა მეკარემ ტრავმა „ბრაგასთან“ მატჩის წინ გახურებაზე მიიღო.
როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, კეპა ერთი თვე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვერც „ვალენსიას“ და ვერც „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ირჯებიან.
კეპა არისაბალაგა „რეალმა“ ტრავმირებული ტიბო კურტუას შემცვლელად დაიმატა, მაგრამ ახლა მანაც ლაზარეთში გადაინაცვლა, რის შედეგადაც კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ანდრეი ლუნინი დარჩა.