საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
დეშამმა გამოიძახა უორენ ზაირ-ემერი, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა. პსჟ-ს ნახევარმცველი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში ითამაშებს, თუ მას მოახლოებულ მატჩებში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემა.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრაის სამბა (ლანსი)
მცველები: ჯონათან კლაუსი (მარსელი), ლუკას ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ვილიამ სალიბა (არსენალი), ჟან კლერ ტოდიბო (ნიცა), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ბუბაქარ კამარა (ასტონ ვილა), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი), უსმან დემბელე (პსჟ), ოლივიე ჟირუ (მილანი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტურამი (ინტერი)
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 18 ნოემბერს, გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 3 დღის შემდეგ საბერძნეთს ესტუმრება. დიდიე დეშამის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.