დონეცკის „შახტარის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელსაც უეფა Fantasy Football-ში დაგროვებული ქულების მიხედვით ადგენს.
ქართველმა მცველმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა და მისმა გუნდმა ესპანური გრანდი 1:0 დაამარცხა. გიორგიმ Fantasy Football-ში ამ მატჩში 12 ქულა მიიღო.
სიმბოლურ ნაკრები ასეთია:
მეკარე: ანდრეი ლუნინი (რეალი)
მცველები: ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), პეპე (პორტუ), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი), მიკელ მერინო (სოსიედადი), დიეგო გონსალვეში (კოპენჰაგენი), სამუელ ლინო (ატლეტიკო)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)