ისტორია

11:50 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: „ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა“

„ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „გალათასარაისთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„განსაკუთრებული შეხვედრა, შესანიშნავი ატმოსფერო. ხელოვნური განათების ფონზე საშინაო მატჩი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში ასეთ ძლიერ მეტოქესთან „ბაიერნში“ დაბრუნება კი ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა“, - ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა 2022 წლის დეკემბერში მთის კურორტზე თხილამურობისას მძიმე ტრავმა მიიღო და მინდორს სულ ახლახან დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132514