მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესანიშნავ ფორმაშია და როგორც ჩანს, კლუბში ნდობას უცხადებენ.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელმა ფორვარდმა „როხიბლანკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2027 წლის ზაფხულამდე. ძველი ხელშეკრულება 2024 წელს იწურებოდა. ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.
ალვარო მორატამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.