ფეხბურთი

14:04 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" "შახტარზე" მეტჯერ მხოლოდ ოთხ გუნდთან დამარცხდა

დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "ბარსელონა" დაამარცხა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ ეს "მეშახტეების" მესამე გამარჯვებაა კატალონიელებთან ჩემპიონთა ლიგაზე.

მხოლოდ ოთხმა კლუბმა დაამარცხა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ხშირად, ვიდრე დონეცკურმა გუნდმა: "ბაიერნმა" (10-ჯერ), "მილანმა", "ჩელსიმ" და პსჟ-მ (4-ჯერ).

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში კიევის "დინამოს", "იუვენტუსს" და მადრიდის "რეალს" ასევე სამ-სამი გამარჯვება აქვთ "ბარსელონას" წინააღმდეგ.

0.120523