ფეხბურთი

0:41 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "კვარაცხელიას ერთი მომენტიც ჰყოფნის, ამიტომ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ"

„უნიონ ბერლინის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა მცველმა განაცხადა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან „ნაპოლის“ ერთი მომენტიც ჰყოფნის გოლის გასატანად.

„მქონდა „ნაპოლისთან“ ბევრჯერ თამაშის შესაძლებლობა. ეს არის გუნდი, რომელიც ევროთასებზე ყოველ წელს უფრო გამოცდილი ხდება და იმსახურებს პატივისცემას, რადგან ძლიერი და საშიშია, ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს. რამდენიმე ფეხბურთელი ჩემი მეგობარია, რადგან ნაკრებში ერთად გვითამაშია. პირველ მატჩშიც ვნახეთ, როდესაც კვარაცხელიას ერთი მომენტი ეყო და საგოლე პასი რასპადორის გაუკეთა, ამიტომ, მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულად ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103447